PayPal-მა ყირიმში მომსახურება შეაჩერა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 24, 2015 20:36

PayPal-მა ყირიმში მომსახურება შეაჩერა

მნიშვნელოვანი

  • დეკემბრის ბოლოს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ყირიმში მომსახურების, ტექნოლოგიების და ნივთების მომსახურების შეზღუდვას ეხებოდა.

სხვა სტატიები

დეკემბრის ბოლოს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ყირიმში მომსახურების, ტექნოლოგიების და ნივთების მომსახურების შეზღუდვას ეხებოდა.მსოფლიოში ცნობილმა გადახდის ამერიკულმა სისტემამ PayPal, რომელიც ინტერნეტ მაღაზიებში მომსახურების ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზეა, ყირიმის მოსახლეობაზე საკუთარი სერვისის მიწოდებაზე უარი განაცხადა.
კომპანიამ გადაწყვეტილება აშშ-ის ყირიმთან მიმართების პოლიტიკის ნაწილად დაასახელა.
„ეს ჩვენთვის ადგილად მისაღები გადაწყვეტილება არ ყოფილა, მაგრამ სამწუხაროდ, ყირიმის მოსახლეობას მიმდინარე მომენტში ჩვენს მოსმსახურებას ვერ შევთავაზებთ“ – ნათქვამია კომპანიის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაცია PayPal-ის გათიშვასთან დაკავშირებით, როგორც ყირიმელი მომხმარებლები ამბობენ, კომპანიის მიერ ოფიციალური მიმართვის გავრცელებამდე მიიღეს. შეტყობინემა მათ მოკლე ტექსტური ფორმით მიუვიდათ: „ჩვენ ბოდიშს ვიხდით ნებისმიერ უხერხულობაზე რომლიც ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება. მოცემულ მომენტში ჩვენ კლიენტებს ინფორმაციას ვაწვდით მოსალოდნელ გათიშვასთან დაკავშირებით“ – ნათქვამი იყო ტექსტში.
დეკემბრის ბოლოს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ყირიმში მომსახურების, ტექნოლოგიების და ნივთების მომსახურების შეზღუდვას ეხებოდა.
ობამას სიტყვებით სანქცეიბმა რუსეთს უნდა აჩვენოს რამდენად ფართოა ის საპროტესტო სივრცე, რომელშიც ის მოყვა.
ბარაკ ობამას განცხადების შემდეგ Visa და MasterCard-მა ყირიმში ფუნქციონირება შეწყვიტეს.
მათ შემდეგ საპროტესტო კომპანიას Apple შეუერთდა და ყირიმში დარეგისტრირებული ყველა აკაუნტი გაყინა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 24, 2015 20:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,393
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics