ფავლენიშვილი – უკრაინელები, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები უკვე კარგად ხვდებიან, რომ საქართველოში არის დემოკრატიის ძირის გამოთხრის უცვლელი კურსი

უკრაინელები, ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნები უკვე კარგად ხვდებიან, რომ საქართველოში არის უცვლელი კურსი დემოკრატიის ძირის გამოთხრის, სახელმწიფო ინსტიტუციების კორუფციაში ჩაფლობის, გეოპოლიტიკური და საგარეო კურსის ცვლილების, ამ ყველაფერს კი აკეთებს ივანიშვილი კრემლთან ერთად უნისონში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს განცხადებას, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის უკრაინული სანქციების სიაში შეყვანას ითხოვს.

„უკრაინელები, ევროკავშირის და ნატო-ს წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები უკვე კარგად ხვდებიან, რომ საქართველოში არის უცვლელი კურსი დემოკრატიის ძირის გამოთხრის, სახელმწიფო ინსტიტუციების კორუფციაში ჩაფლობის, გეოპოლიტიკური და საგარეო კურსის ცვლილების და ამ ყველაფრის უკან დგას მთავარი პირი ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელიც კრემლთან უნისონში ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას. სანქცირების პროცესი დაწყებულია, მათ შორის უკრაინელმა პარტნიორებმა დაასანქცირეს უკვე გარკვეული პირები, დაასანქცირეს ამერიკელებმა, სხვა ქვეყნებიც აპირებენ, თუმცა მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, ამ სანქციების უნდა იყოს ივანიშვილი, რადგან სწორედაც რომ მისი ბანდები არიან იმ დანაშაულების ავტორები, რომლითაც ჩვენ ჩამოვშორდით დასავლურ სამყაროს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისომხეთის რესპუბლიკამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა
შემდეგი სტატიაემანუელ მაკრონის რეიტინგი პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილების შემდეგ ექვსი პუნქტით დაეცა