20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

ფავლენიშვილი: სააკაშვილის ლანძღვის ფონზე “ალიანსთან” საქმიანი ფორმატის აღდგენა წარმოუდგენელია

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კრიტიკა ბევრი მიმართულებით არ წყდება, თურმე ქვეყნის მთავარი პრობლემა ყოფილა გარკვეული აქტორების მხრიდან მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვა-გინება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ფავლენიშვილს ასეთ პირობებში წარმოუდგენლად ეჩვენება „ალიანსთან“ საქმიანი კომუნიკაციის, საქმიანი ფორმატის აღდგენა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კრიტიკა ბევრი მიმართულებით არ წყდება, თურმე ქვეყნის მთავარი პრობლემა ყოფილა გარკვეული აქტორების მხრიდან მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ლანძღვა-გინება. ამ პირობებში წარმოუდგენლად გვეჩვენება საქმიანი კომუნიკაციის, საქმიანი ფორმატის აღდგენა. ჩვენ არაფერში ვუშლით ხელს, შეუძლიათ, შეიკრიბონ და ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღონ, ნებისმიერი კამპანია დაგეგმონ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კითხვაზე, „ალიანსიდან“ პარტიის გარიცხვის მოლოდინი ხომ არ გაქვთ, ირაკლი ფავლენიშვილი პასუხობს: „ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ამიტომაც, სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ“.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა: პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ
შემდეგი სტატიაEuromoney-იმ გალტ & თაგარტი საქართველოში კვლევების მიმართულებით საუკეთესო კომპანიად დაასახელა