ფავლენიშვილი – ცივილიზებულ სამყაროში ოპოზიციის აკრძალვის დაანონსება სრულიად მიუღებელია

ცივილიზებულ სამყაროში ოპოზიციის აკრძალვის დაანონსება სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ „ერთიანობა“ – „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა „პოლიტიკოს“ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, „ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები ყველაზე ავტორიტარულ რესპუბლიკაშიც კი მიუღებელია“.

„რა თქმა უნდა, ეს განცხადება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შავ ლაქად შევა, იმიტომ, რომ გვქონდა ხელისუფლება, რომელიც ასე ღიად აანონსებდა დიქტატურას“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპიტერ სტანო – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებით ევროკავშირი შეშფოთებულია
შემდეგი სტატიაანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას სთავაზობს