16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

ფავლენიშვილი: აფხაზეთში შეტანილ საწვავს სრულად საოკუპაციო რეჟიმი განკარგავს

ეხმაურება ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთ საწვავი მთავრობის ნებართვითთბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ბიზნესმა შეიტანა.

ფავლენიშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.

აფხაზეთში საწვავის კრიტიკული დეფიციტის ფონზე ქართული მხარე საოკუპაციო რეჟიმს ნავთობპროდუქტებს აწვდის.
ამის შესახებ ჯერ კიდევ გუშინ წერდა ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრი ბესო შენგელია, რომელსაც ამავდროულად პირადი კონტაქტი აქვს გალში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან.
დღეს ეს ინფორმაცია ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა.
რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ არგუმენტი, თითქოს ეს ბენზინი, მათ შორის, გალში მცხოვრები ქართველების საჭიროებებს ხმარდება, აბსოლუტურად არასანდოა.
ჩვენი ინფორმაციით, მიწოდებულ საწვავს სრულად განკარგავს საოკუპაციო რეჟიმი და საქართველოს თავისუფლების დაუძინებელი მტერი.
ჩვენი გუნდი ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით.
პუტინის ქსელს კავკასიაში დიდი დრო არ უწერია!
გაისად სოხუმსა და ცხინვალში!- წერს ირაკლი ფალვენიშვილი.

ირაკლი კობახიძემ დღეს დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.

banner
წინა სტატიაშინიკა ჩერქეზიშვილი: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში ვერ დასრულდება — კომპანია პირობას მეოთხედ არღვევს, ჯარიმა კი სასაცილოა
შემდეგი სტატიაზიმბაბვეში ბორნის ჩაძირვას 44 ადამიანი ემსხვერპლა – ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა