პავლე კუბლაშვილი – პარტიაში მოსული ვარ ჩემს მეგობრებთან, რადგან მინდა, გავერკვე, რა ხდება

პარტიაში მოსული ვარ ჩემს მეგობრებთან, „გირჩის“ გულშემატკივარი ვარ და მინდა, გავარკვიო, რა სიტუაციაა, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გაუგებრობა ყველა პარტიაში შეიძლება მოხდეს.

„პარტიაში მოსული ვარ ჩემს მეგობრებთან, რადგან მინდა, გავერკვე, რა ხდება. გაუგებრობები ყოველთვის შეიძლება იყოს ყველა პარტიასა და სამეგობროში. „გირჩის“ გულშემატკივარი ვარ და მინდა, გავარკვიო, რა სიტუაციაა. სამწუხაროდ, ზურას ნახვა ვერ მოვახერხე. ვახტანგ მეგრელიშვილს ვესაუბრე, იაგო ხვიჩია არ მინახავს. რაც თქვენ იცით, ის ვიცი მეც. გულწრფელად გეტყვით, რომც ვიცოდე, არ ვარ უფლებამოსილი პირი, რომ „გირჩის“ საკითხებზე ვისაუბრო, მათ შორის არც შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. 2016 წლის ნოემბრის შემდეგ რაიმე შეხება არ მაქვს. ქვეყანაში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია, ვიდრე „გირჩში“ მიმდინარე პროცესები. მეგობრებს ვგულშემატკივრობ და მგონი, ეს არავის გაუკვირდება. ეს გულშემატკივრობა გარედან მხარდაჭერის თვალსაზრისით გამოიხატებოდა სულ ბოლო არჩევნების განმავლობაშიც კი. ეს შემოიფარგლებოდა რიგითი მხარდაჭერით საარჩევნო კამპანიისას. ძალიან არ მინდა, ჩემი მეგობრების ნაცვლად ვისაუბრო, თუ რაიმე აქვთ სათქმელი, ერთმანეთს ეტყვიან, არც ერთი არ არის ისეთი მორიდებული, რომ საზოგადოებას არ უთხრას, რა ხდება“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში ვრცელდება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს.

banner
წინა სტატიაშიიეროდიაკონი კირიონი კორონავირუსით გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია: დიდი სისულელისთვის კვლავ ბოდიშს ვიხდი