პავილიუსი: საქართველოს ხელისუფლებას სახელმწიფო ინსტიტუტებზე დიდი გავლენა აქვს, ამიტომ შიდა გამოძიება სანდოობით ვერ ისარგებლებს

ლიეტველი პოლიტიკოსი ჟიგიმანტას პავილიუსი მიიჩნევს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოძიება დამოუკიდებელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა იკისროს. ამის შესახებ მან “პირველების” კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. პავილიუსის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სახელმწიფო ინსტიტუტებზე დიდი გავლენა აქვს, ამიტომ შიდა გამოძიება სანდოობით ვერ ისარგებლებს.

ყველაზე ეფექტური და ყველაზე ნეიტრალური გზა იმისთვის, რომ შემოწმდეს, რა მოხდა საქართველოს არჩევნებში ოქტომბერში, უნდა ჩატარდეს გამოძიება იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებობს, იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ მმართველ პარტიას ძალიან ძლიერი პოზიციები გააჩნია სხვადასხვა ორგანიზაციებში ქვეყანაში, რომ დავარწმუნოთ არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, არამედ მსოფლიოს დანარჩენი ნაწილიც, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი. საუკეთესო გამოსავალი იქნება თუ საელჩოების დონეზე ჩატარდება, მაგალითად ევროპის საბჭოს, ეუთოს ან სხვა ორგანიზაციების ნეიტრალური ნდობის ფონზე, – ამბობს პავილიუსი.

„ძალიან საბჭოურია იმიტომ, რომ მე შევამჩნიე აღნიშნული ტენდენცია 3-4 წლის წინ, ვინც კი აკრიტიკებდა ქართულ მთავრობას შეხვედრები აღარ ხდებოდა. მე ბოლო სამი წლის განმავლობაში, აქ ხშირად ჩამოვსულვარ, ისინი შეხვედრებს ვერ ახერხებდნენ. ერთი მცირე გამონაკლისით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. თუ გაკრიტიკებენ, როგორც წესი აღარ გხვდებიან, ეს არის საბჭოთა მიდგომა“, – განაცხადა პავილიონისმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ თბილისში ჩამოსულ, რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარ ჯგუფს შეხვედრაზე უარი უთხრა.

მისივე თქმით, „შეუძლებელია, ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესავდე“.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება ევროკავშირის ყველა რელევანტურ და დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის ხელშეწყობის ერთგული, შეხვედრების გამართვის ამ განზრახვას დადებითად ვერ უპასუხებენ.

banner
წინა სტატიაშიმიხაილ როთი: აქ არ ვიმყოფებით იმისთვის, რომ ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას
შემდეგი სტატიათიბისი ბიზნესის მხარდაჭერით “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყება