პავილიონისი: “საქართველო ევროპაა და არა რუსეთი”

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი 11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის დელეგაციის ჩამოსვლას პლატფორმა X-ზე ეხმაურება.

ჟიგიმანტას პავილიონისი წერს, რომ “ყველა ქვეყანას თავისი ჩერჩილის მომენტი აქვს, თუმცა ახლა დროა, საქართველომ გადაწყვიტოს”.

“საქართველო ევროპაა და არა რუსეთი” – აღნიშნავს ლიეტუველი პოლიტიკოსი.

ევროპელ მეგობრებთან ერთად ხვალ საქართველოში მივემგზავრებით. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ჩერჩილის მომენტი – ახლა დროა, საქართველომ გადაწყვიტოს. საქართველო ევროპაა და არა რუსეთი!” – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის თქმით, 11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 12 ნოემბრამდე უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული
შემდეგი სტატიაბაიდენმა ამერიკულ კომპანიებს უკრაინაში სამხედრო ტექნიკის რემონტის უფლება მისცა