პავილიონისი ოცნების პირებზე: საუბრის ეს ენა მე არც პუტინისგან და არც ლუკაშენკოსგან გამიგია

ჩემს დრამატულ ვიზიტს პრემიერმინისტრისგან სასიამოვნო განცხადებები მოჰყვა. უპირველს ყოვლისა, მე უკვე 20 წელია, რაც საქართველოში ვმოგზაურობ, შესაძლოა, ნაკლები – ვარდების რევოლუციის შემდეგ. მე არასდროს, ცხოვრებაში არასდროს მინახავს ასეთი პოლარიზაცია და მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან მოდის, ეს მეტწილად მმართველის პარტიისგან ხდება.

იმათ, რაც მე მათ პირადად მითხრეს, შემაძრწუნა. საუბრის ასეთი ენა მე არ გამიგია არც პუტინისგან და არც ლუკაშენკოსგან. ისინი უფრო ბრძენები გამოდიან. როდესაც მთელ ოპოზიციას ეძახი ბოლშევიკებს, ფაშისტებს, დამნაშავეებს… ისინი დემოკრატიის “გაწმენდის” გზას ხედავენ მხოლოდ მათ დაპატიმრებაში. მე ვცდილობდი, ამეხსნა, რომ დასავლეთში ჩვენ ასე არ ვიქცევით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვძულს კომუნისტები, ერთმანეთს არ ვაპატიმრებთ. როდესაც მე მათ ვახსენებ, რომ ეს პარტია ასევე არის EPP-ის ოჯახი და ისინი EPP-ს უწოდებენ ფაშისტს, კრიმინალსა, თუ მაფიას, ვინ არის მაფია? მერკელია მაფია? ფონდერლაინია მაფია?

მათ ჩემზე ფილმი შექმნეს ბიძინას ტელევიზიაში, რომ მე თითქოს, სააკაშვილისგან ფულს ვიღებ. თუ მათ შეუძლიათ, რომ მე გამიკეთონ ეს, რას გაუკეთებენ ისინი ქართველ ხალხს? ამიტომ, მოკლედ რომ ვთვქათ, ივანიშვილის მარიონეტებმა ყველა ზღვარი გადალახეს და მათ გაკვეთილი უნდა ისწავლონ…

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ის ამჯერად ონლაინ ვებინარზე სიტყვით გამოვიდა.

banner
წინა სტატიაშიჰუმანიტარული დახმარება ფოთის ერთ-ერთ კომპაქტურ განსახლებაში მცხოვრებ დევნილებს ჩაუტანეს
შემდეგი სტატიასოჩა სანქციებზე:თუ ივანიშვილი არ მოგზაურობს აშშ-ში, მას ჰყავს შვილები, რომლებიც ამას აკეთებენ