პავილიონისი „ოცნებაზე“ – „ქართული კოშმარი“ იმდენად დაკავებულია პეკინისა და მოსკოვისთვის ყველა კარის გაღებით, რომ ვაშინგტონის, ბრიუსელისა და ტრანსატლანტიკური ოჯახის სხვა მეგობრული დედაქალაქების კარს ხურავს

„ქართული კოშმარი“ იმდენად დაკავებულია პეკინისა და მოსკოვისთვის ყველა კარის გაღებით, რომ ვაშინგტონის, ბრიუსელისა და ტრანსატლანტიკური ოჯახის სხვა მეგობრული დედაქალაქების კარს ხურავს, – ასე გამოეხმაურა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენის განცხადებას.

„ქართული კოშმარი“ იმდენად დაკავებულია პეკინისა და მოსკოვისთვის ყველა კარის გაღებით, რომ იმავე დღეებში ვაშინგტონის, ბრიუსელისა და ტრანსატლანტიკური ოჯახის სხვა მეგობრული დედაქალაქების კარს ხურავს, სადაც ქართველი ერი ყოფნას ნამდვილად იმსახურებს“, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი X-ზე.

banner
წინა სტატიაში„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დღეიდან ძალაში შევიდა
შემდეგი სტატიატრამპი – კამალა ჰარისს სურს, რომ ახლა ცნობილი იყოს როგორც შავკანიანი, არ ვიცი ის ინდოელია თუ შავკანიანი?