პავილიონისი : მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან

“მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან”, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

პავილიონისი ავრცელებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე დიალოგში პოზიტიური დინამიკის დაფიქსირება მისასალმებელია.

„მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან – კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რომელსაც ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში საქართველოს მომავლისთვის ერთიანობისა და კომპრომისის მოტანა შეუძლია“, – წერს პავილიონისი.

გუშინ, 16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად მოაწერს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშინაყოფია: ნიკა მელიას გარეშე „ქართულ ოცნებასთან” შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელია
შემდეგი სტატიაკობახიძე: სააკაშვილმა ნიკანორ მელიას თანამონაწილეობით რუსული თამაში გაითამაშა