პავილიონისი მელიას შესაძლო დაპატიმრებაზე – მე ეს ყველაფერი ნავალნისა და პუტინის ისტორიას მაგონებს

“მე ეს ყველაფერი ნავალნისა და პუტინის ისტორიას მაგონებს, მე მგონია, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის ეს თვითმკვლელობა იქნება” – ასე ეხმაურება ლიეტუვის პარლამენტის წევრი, ზიგიმანტას პავილიონისი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

“დასავლეთში, ევროპაში ჩვენ არ ვაპატიმრებთ ოპოზიციონერ ლიდერებს, მე ეს ყველაფერი ნავალნისა და პუტინის ისტორიას მაგონებს, მე მგონია, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის ეს თვითმკველობა იქნება.

თქვენი ევროპული მომავლისთვის ჩვენ ვიბძვით და არა მგონია ბევრი ასეთი მეგობარი გყავდეთ. ახლა მოდის ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელთანაც მე შეერთებული შტატების ელჩობის დროს დიდხანს ვმუშაობდი, ვიცი ეს ხალხი მათთვის მთავარია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ღირსება.

თუკი ეს მთავრობა მართლაც ფიქრობს ევროკავშირის წევრობაზე და ჩვენ გვაქვს სიგნალები, რომ ეს შეიძლება ნატოს შემთხვევაში უფრო ადრეც მოხდეს. ამიტომ, არც კი იფიქროთ ასეთი ნაბიჯების გადადგმაზე. რუსეთი მუდმივად ცდილობდა ჩვენს დაყოფას, ახლაც რუსეთი ცდილობს თქვენს პროვოცირებს, მაგრამ იყავით ჭკვიანები”, – ამბობს ზიგიმანტას პავილიონისი

მისივე თქმით, ახლა ერთადერთი გამოსავალი, შესაძლოა, იყოს საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება.

“მე ჩამოვალ თბილისში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩემი პრეზიდენტიც შეიძლება ჩამოვიდეს ერთადერთი მესიჯით – დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან, იპოვეთ კომპრომისი, გაერთიანდით და იარეთ დასავლეთისკენ, ახალი არჩევნები შეიძლება იყოს ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ ამაზე ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს. უნდა შეთანხმდეთ, როდის და რა პირობებით”, – თქვა ზიგიმანტას პავილიონისმა “მთავარი არხის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშისამეფო სახლის განცხადება – გამოვთქვამ ჩემს უკმაყოფილებას ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების შესახებ
შემდეგი სტატიათამარ კორძაია – დავიწყოთ მოლაპარაკებები რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით