ევროპული მომავალი აქ არის, – ამის შესახებ ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ფიშერმა განუცხადა.
“მთავრობიდან არავის არ შევხვედრილვართ, ჩვენთვის დრო არ ჰქონდათ. პარლამენტში მისვლა გვსურდა, მათ უარი გვითხრეს. [“ქართული ოცნების”] სათავო ოფისში მხოლოდ, იქ იყო [პარლამენტის] საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე [ნიკოლოზ სამხარაძე].
ევროპული მომავალი აქ არის, და ევროპაზე და ევროპულ მომავალზე ახალგაზრდა ხალხის გარეშე საუბარი არ შეგიძლია”, – განაცხადა ფიშერმა.