11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

პაველ ჰერჩინსკი: ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადება გაავრცელა, მან საზოგადოება ევროპის დღეზე დასასწრებად მიიწვია.

„მალე ეს ადგილი ისე გარდაიქმნება, რომ დაუვიწყარი გახდება. ჩვენი წევრი სახელმწიფოები წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს, მათ კულტურასა და ინოვაციებს, იმას, რაც მათ უნიკალურს ხდის. პავილიონებში დაგხვდებათ ბევრი ისეთი შესაძლებლობა, რომელსაც უნდა გაეცნოთ. უამრავი აქტივობა პატარებისთვის. პირდაპირ ეთერში სცენაზე მნიშვნელოვანი საუბრები გაიმართება. წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის. ეს შეხსენებაა, როaმ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო.

შემოგვიერთდით 9 მაისს „ექსპო-ჯორჯიაში“, აღვნიშნოთ ევროპის დღე ერთად!“ –განაცხადა ევროკავშირის ელჩმა ვიდეომიმართვაში.

banner
წინა სტატიაშილევან იოსელიანი: ვფიქრობ, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საკმაოდ კონსტრუქციულები არიან
შემდეგი სტატიაADB-ის მთავარი ეკონომისტი: საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ფასების შემცირების კუთხით, გამოსავალია შედარებით იაფი წყაროების დივერსიფიკაცია