პაველ ჰერჩინსკი: ეს ხუთი კვირა იქნება უმნიშვნელოვანესი

ეს ხუთი კვირა იქნება უმნიშვნელოვანესი, დავრწმუნდეთ და უზრუნველვყოთ, რომ თითოეული წევრი ქვეყანა 15 დეკემბერს თანხმობას განაცხადებს და დაეთანხმება ამ დადებით რეკომენდაციას, ცხრა ნაბიჯი გვაქვს, როგორც მოვახდინეთ მათი იდენტიფიცირება გზამკვლევის სახით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რა პროგრესი იქნება თვალსაჩინო საქართველოს შემთხვევაში.

„მეორე მხარეს გვყავს ევროკავშირი, 27 წევრი ქვეყნით, რომლებმაც უნდა დაიწყონ მოსამზადებელი ეტაპი იმისთვის, რომ მიიღონ რამოდენიმე, შესაძლოა 10 წევრი ქვეყანა, რა დრო იქნება საჭირო ამისთვის, ამას ვნახავთ, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ორივე მხრიდან წინსვლას დავიწყებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ აღვნიშნოთ კანდიდატის სტატუსის მიღება, არამედ საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში. გაფართოების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელნი არიან ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა. გადაწყვეტილების მიღება ხდება მაღალ დონეზე, პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების დონეზე. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც დეკემბერში მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ დადებითი რეკომენდაციები იქნას განხორციელებული, რომელიც გაცემულ იქნა ევროკომისიის მიერ. შესაბამისად, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რა პროგრესი იქნება თვალსაჩინო საქართველოს შემთხვევაში. პოლიტიკური ძალები საქართველოში უნდა გაერთიანდნენ, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს, როდესაც ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ერთხმად უნდა ისაუბრონ. ინკლუზიურობა არსებობს და ასევე თანამშრომლობა, ორივე უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ნამდვილად ღიაა.

„შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირი ნამდვილად ღიაა. ევროკავშირის კარი არის ღია, ჩვენ გელოდებით. მე ახლახან დავბრუნდი ბრიუსელიდან, ორი დღე გავატარე ბრიუსელში, ვესაუბრე ჩემს ზემდგომ პირებს და ისინი მოუთმენლად გელიან თქვენ ევროკავშირში, მაგრამ ეს მოითხოვს საქართველოს მხრიდან მზაობას, რომ სარგებელი მიიღოთ ევროკავშირის წევრობისგან და იმისთვის, რომ ევროკავშირი გააძლიეროთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლა დავსახეთ ცხრა ნაბიჯი. რამდენიმე მათგანი თქვენთვის ნაცნობია, რადგან 12 რეკომენდაციაშია შესული და რამდენიმე რეკომენდაცია ჯერ კიდევ განხორციელების ეტაპზეა. რამდენიმე ნაბიჯი ახალია, ერთ-ერთი შეეხება თავისუფალ და სამართლიან, ისევე როგორც გამჭვირვალე გარემოში გამართულ არჩევნებს, ასევე დემოკრატიას. ჩვენ არა მხოლოდ არჩევნების დღეს დავაკვირდებით, არამედ წინასაარჩევნო პერიოდსაც და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ნამდვილად ყველა მიიღებს არჩევნებში და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას, ველოდებით იმას, რომ ძალადობის ფაქტები არ დაფიქსირდება. სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, სხვადასხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, სხვადასხვა ხედვები არსებობს, მაგრამ ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – ვულოცავთ ყველა ქართველს, აშშ გააგრძელებს საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი რეკომენდაციაზე: “შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოეხდინა ისტორიული ცვლილება”