ფატუ ბენსუდა ისრაელ-ღაზას შორის კონფლიქტით შეშფოთებულია

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) პალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტის ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს – სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ საკუთარ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა. “დიდი შეშფოთებით აღვნიშნავ ძალადობის ესკალაციას დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის იერუსალიმში, ღაზასა და მის ირგვლივ, ასევე, რომის სტატუსის შესაბამის შესაძლო ჩადენილ დანაშაულებებს” – დაწერა ფატი ბენსუდამ და საერთაშორისო თანამეგობრობებს კონფლიქტის შეჩერებისკენ მოუწოდა – “ალ-ჯაზირა” აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიღაზაში გარდაცვლილთა შორის 14 ბავშვია
შემდეგი სტატიასან-მარინო ვაქცინაციის ტურიზმს ხსნის და მსურველებს რუსულ “სპუტნიკ V”-ს სთავაზობს