პატრუშევმა დაადასტურა, რომ პუტინი ჩინეთში ჩასვლას აპირებს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე თქვა, რომ პრეზიდენტი პუტინი ოქტომბერში, პეკინში, ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან მოლაპარაკებას გეგმავს.

პუტინი საზღვარგარეთ (გარდა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისა) არ უმოგზაურია მიმდინარე წლის მარტიდან, როცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.

აგვისტოში Bloomberg-მა დაწერა, რომ პუტინი დათანხმდა ჩინეთში ჩასვლას. კრემლი ამზადებს რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს ოქტომბერში ფორუმზე “ერთი სარტყელი, ერთი გზა”, განაცხადეს სააგენტოს თანამოსაუბრეებმა.

პეტრუშევმა აღნიშნული დაადასტურა და თქვა, რომ ოქტომბერში “ჩვენ მოუთმენლად ველით დეტალურ ორმხრივ მოლაპარაკებებს” პუტინსა და სი ძინპინს შორის პეკინში, “ერთი სარტყელი, ერთი გზის” ფორუმის ფარგლებში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ოთხდღიანი ვიზიტი 18 სექტემბერს დაიწყო.

დიდი შვიდეულის ჯგუფმა სამშაბათს მოუწოდა ჩინეთს, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა შეწყვიტოს აგრესია უკრაინაში. განცხადების თანახმად, G7-ის წევრები იმედოვნებენ, რომ ჩინეთი შეეცდება უკრაინიდან რუსული ჯარების დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო გაყვანას.

G7-ის წევრები ასევე მიესალმნენ ჩინეთის მონაწილეობას ჯიდაში, საუდის არაბეთის შეხვედრაში, რომელიც გაიმართა რუსეთის წარმომადგენლების გარეშე და მოუწოდეს პეკინს, მხარი დაუჭიროს სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას, მათ შორის უკრაინასთან პირდაპირი დიალოგის გზით.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში პაატა მანჯგალაძის გამოსვლას ხმაური მოჰყვა – სოზარ სუბარმა მას „გამოხოხებული აგენტი“ უწოდა
შემდეგი სტატიაბახმუტთან მოწინააღმდეგის თავდაცვითი ხაზი გარღვეულია – გენერალი სირსკი