პატრუშევის განცხადებით, უკრაინის მიერ კურსკის რაიონზე თავდასხმა დასავლეთის მონაწილეობით იყო დაგეგმილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმა კურსკის რაიონზე ნატოსა და დასავლური სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობით იყო დაგეგმილი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ პატრუშევმა განაცხადა.

„კურსკის რეგიონში ოპერაცია ნატოსა და დასავლური სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობით დაიგეგმა“, – განაცხადა პატრუშევმა.

სახელმწიფოს მეთაურის თანაშემწემ დასძინა, რომ ოპერაცია „კიევის რეჟიმის გარდაუვალი კოლაფსის მოახლოებით იყო განპირობებული“.

banner
წინა სტატიაშიუკრაინას შეუძლია, გამოიყენოს კანადის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე – კანადის თავდაცვის სამინისტრო
შემდეგი სტატიარუსეთის რეაქცია კურსკში მიმდინარე მოვლენებზე ნელი და დაბნეულია – ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალი