“პატრულის ორმა ეკიპაჟმა გამაჩერა…ალკოტესტის მაგივრად 5000-ლარიანი ჯარიმით დაბრუნდნენ” -დათო გორგილაძე

“პატრულის ორმა ეკიპაჟმა გამაჩერა. საბუთებიო. მივაწოდე.
გადმობრძანდითო. გადავედი.
ნასვამი ხომ არ ხართო. ნარკოტიკი ხო არ გაქვთო. იარაღიო? მეთქი არცერთი.
ზედაპირულად დაგათვალიერებთო. დამათვალიერეს.
კაიო, ალკოტესტს მომიტანენ, მანქანაში დაგველოდეთო..კაი-მეთქი.
წავიდნენ და ალკოტესტის მაგივრად 5000-ლარიანი ჯარიმით დაბრუნდნენ,-წერს  მწერალი დათო გორგილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისპეციალური საგამოძიებო სამსახური სანდრო ცნობილაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დაზარალებული ქალის გამოკითხვის ოქმს“ ასაჯაროებს
შემდეგი სტატიაგაერომ უკრაინის მხარდამჭერი, ანტირუსული რეზოლუცია მიიღო