“პატრულებმა მიზანმიმართულად არ ჩართეს სამხრე კამერები…გვინდა, რომ დაისაჯონ”- პავლიაშვილის მეუღლე

პატრულებმა მიზანმიმართულად არ გადაიღეს და არ ჩართეს სამხრე კამერები- აცხადებს ნუცუბიძის ფერდობზე, დაკავებისას დაღუპული პაატა პავლიაშვილის მეუღლე. თინათინ ჭანკოტაძე იმ პოლიციელების დასჯას ითხოვს, რომლებიც იმ დროს იქ იმყოფებოდნენ და მის მეუღლეს აკავებდნენ:
“პატრულებმა მიზანმიმართულად არ გადაიღეს და არ ჩართეს სამხრე კამერები. ფაქტია, რომ მათ გაიგონეს ძალიან კარგად, რომ პაატა ეხვეწებოდა, ძალიან ბევრჯერ ეუბნებოდა, რომ ცუდად იყო, მაგრამ პატრულებმა ხელი არ გაუშვეს. გვინდა, რომ დაისაჯონ ის პირები, პოლიციელები, პატრულები, სამართალდამცავები, რომელბსაც ეუბნება ადამიანი, რომ ვარ ცუდად , მაგრამ მათ ეგონათ თურმე რომ ის სიმულიანტობდა. ისინი არ დარწმუნებულან იმაში, რომ პაატა იყო მართლაც ცუდად” აცხადებს პავლიაშვილის მეუღლე.
შეგახსენებთ, რომ პაატა პავლიაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება შესაძლოა შეწყდეს, რადგან როგორც პავლიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხდებს, კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ მასალები დამონტაჟებული არაა და ასევე კამერებიდან არ მომხდარა რაიმეს წაშლა. ექსპერტიზის დასკვნას ადვოკატი და პავლიაშვილის ოჯახი გუშინ, თბილისის პროკურატურაში გაეცნო.
პროკურატურის მხრიდან საქმის შესაძლო შეწყვეტის მიუხედავად, ოჯახი ითხოვს გამოძიება შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატაროს და დამნაშავე პოლიციელები დასაჯოს.

banner
წინა სტატიაშიდავით კეზერაშვილი ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: ნარკოპოლიტიკის კანონის ნაჩქარევი მიღება გაუმართლებელია