„პატრიოტთა ალიანსში“ თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად ირმა ინაშვილი განიხილება

პირველ არხთან სატელეფონო საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ “პატრიოტთა ალიანსში” თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

ინაშვილი აცხადებს, რომ ალიანსში სულ ოთხი კანდიდატი განიხილება, მათ შორის ერთ-ერთი მისი კანდიდატურაცაა, თუმცა ამაზე “პატრიოტთა ალიანსის” პოლიტსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ინაშვილის თქმით, ორშაბათს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდება თუ რომელი კანდიდატი იქნება მხარდაჭერილი თბილისის მერობის პოსტზე წარსადგენად. დეპუტატი დანარჩენი სამი კანდიდატის ვინაობას არ ასახელებს.

banner
წინა სტატიაშიგარდაბნის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა თიანეთის მოსახლეობას „თიანეთობა 2017“ მიულოცა