“პატრიოტთა ალიანსმა” საკონსტიტუციო კომისია დატოვა

ირმა ინაშვილის განცხადებით მისი პარტია “ქართული ოცნების” პარტიულ ინტერესების გამტარებელი ვერ იქნება. “ძალიან სამწუხაროა, რომ კომისიის დატოვება გვიწევს. მაინტერესებს, ვინ უწერს უმრავლესობის წარმომადგენლებს ტექსტებს რომ მუშაობის ბოლოს ვტოვებთ კომისიას? ჩვენი გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგან აქამდე ჩვენს რეკომენდაიებს და ხედვას ვთავაზობდით კომისიას. უმრავლესობა ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი, არამედ პარტიული ინტერესებით. საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება არის ხეისუფლების უზურპაციის მცდელობა. ჩვენი მიზანი არაა ქუჩაში გასვლა და შიმშილი. ჩვენი მიზანია ხელისუფლებამ გაითვალისწინოს შენიშვნები” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

” პატრიოტთა ალინსმა ” განცხადება საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად გააკეთა. 15 კვალიფიციური პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოიკოტს უცხადებს.

“ლეიბორისტული პარტიის” და “თავისუფალი დემოკრატების” პოზიცია კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით ჯერ უცნობია.

გუშინ კომისია ბურჯანაძის “დემოკრატიულმა მოძრაობამაც“ დატოვა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ოთხოზორიას მკვლელობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საჯარისო ნაწილები – სუს-ის ხელმძღვანელი მთავარ გამოწვევებზე საუბრობს
შემდეგი სტატია(video) ლავროვმა სოხუმში ქვიშაზე მოდუღებული ყავა მიირთვა