“პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში შედის. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

თარხანმოურავი და ირმა ინაშვილი ამბობენ, რომ შედეგით კმაყოფილები არ არიან, რადგან საარჩევნო ბრძოლა უსამართლო იყო.

მიუხედავად ამ შეფასებისა, ინაშვილის განცხადებით, ალიანსი დეპუტატის მანდატებზე უარის თქმას არ აპირებს.

რაც შეეხება პარტიის სამოქმედო გეგმას, ლიდერების თქმით, ბრძოლის მეთოდებსა და შემდგომ ნაბიჯებზე ისინი გადაწყვეტილებას 22 ნოემბერს, პატრიოტთა ალიანსის ყრილობაზე მიიღებენ.

banner
წინა სტატიაში“იან კელის განცხადება ეხმიანება ყველა სადამკვირვებლო მისიისა და საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებს”
შემდეგი სტატიაWikiLeaks: ბილი და ჩელსი კლინტონების გამო მათი ფონდის ხელმძღვანელმა თვითმკვლელობა სცადა