პატრიოტთა ალიანსმა პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა
სხვა სტატიები
- ,,მსურს, კრიტიკული მედია ვიხილო, მაგრამ შანტაჟის, ბულინგისა და ჟურნალისტური ზონდერობის დამნერგავი მედია არც ხალვაშის მინდა და არც ყარამანიშვილების”
- “მივმართავ თხოვნით ყველას გადაიდოს სასამართლო პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე”- პაატა ბურჭულაძე რუსთავი 2-ის საქმეზე
- პაატა იმნაძე და ნათია თურნავა ბრიფინგზე ქართული წარმოების პირბადით მივიდნენ
პატრიოტთა ალიანსმა პარლამენტს დეპუტატის მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.
“მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თქვა, რომ არ შევა მეათე მოწვევის პარლამენტში, ვინაიდან გაყალბდა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები. სრულიად უსაგნოა ქართული ოცნების “ლოგიკა”, რომელიც გვეუბნება, რომ თითქოს ვერ ამტკიცებს ოპოზიცია ამ არჩევნების გაყალბებას. არა ერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ამის დამამტკიცებელი და დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალა არსებობს, გადახედონ იმ გადასწორებულ სამარცხვინო ოქმებს, რომლებიც გამოფინა თავის დროზე ცესკო-მ. 164%-იან ოქმებს ვგულისხმობთ”, – თქვა ინაშვილმა.