„პატრიოტთა ალიანსის” ვიზიტი მოსკოვში, ეწინააღმდეგება საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს – რატიანი

„პატრიოტთა ალიანსის“ მორიგ მოსკოვურ ვოიაჟს ქართული ოპოზიცია ეროვნულ ინტერესების საწინააღმდეგოს უწოდებს. “ევროპული საქართველოს” წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლების გარდა, სწორედ ეს პარტია უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს და საკუთარი კანდიდატი მხოლოდ იმიტომ არ დააყენა, რომ მეორე ტურში, ხელისუფლების კანდიდატისთვის გამოეცხადებინა მხარდაჭერა

„ეს ვიზიტი, ისევე როგორც სხვა ვიზიტები მოსკოვში, ეწინააღმდეგება საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს. „პატრიოტთა ალიანსი“ არის „ქართული ოცნების“ პარტნიორი ორგანიზაცია, მან პირველ ტურში არ დააყენა კანდიდატი, იმის გამო, რომ არ წაერთმია ხმების სალომე ზურაბიშვილისთვის და მეორე ტურში, ღია მხარდაჭერა გამოუცხადა მას. ღიად პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი არ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთმ რომ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები – ადა მარშანია და გიორგი ლომია მოსკოვში, კრემლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმყოფებიან. კონფერენციას ესწრებიან აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებიც.

banner
წინა სტატიაში“ვარდების რევოლუციიდან” 15 წელი გავიდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პატრიარქმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს გიორგობა მიულოცა