პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი მოსკოვში დიპლომატიური შეცდომაა

პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ჟურნალ America Illustrated-ის რედაქტორი, კონსტანტინ ბოროვოი ფიქრობს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი მოსკოვში დიპლომატიური შეცდომაა, რადგან რუსეთი დუმაში შეხვედრას, საკუთარ ინტერესებში გამოიყენებს და განაცხადებს, რომ საქართველო ოკუპაციას აღიარებს.

„ვფიქრობ, ეს დიპლომატიური შეცდომაა, რადგან ოკუპაციის პრობლემის მოლაპარაკებების სიბრტყეში გადატანა არასწორია. მოლაპარაკება მაშინ უნდა დაიწყო თუ ქვეყანა, რომელსაც ელაპარაკები, საერთაშორისო ვალდებულებებს ასრულებს. იმ ფონზე, როცა ოკუპაცია და პროვოკაციები გრძელდება, აქ დიპლომატია აღარფერ შუაშია. აქ ლაპარაკი კი არა, უსაფრთხოების ზომების მისაღებაა საჭირო. ეს სულ სხვა ტიპის საუბარია, სულ სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით. მოლპარაკების ამგვარად დაწყება კი ნიშნავს, რომ მოგწონს რუსეთის ქმედება, ეს კიდევ ერთი სტიმულია რუსეთისთვის, რომ ახალი პროვოკაციები მოაწყოს. მე დარწმუნებული ვარ, რუსული მხარე ამ შეხვედრას, პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებს და დაანახებს ყველას, რომ საქართველომ აღიარა ოკუპაცია,” – აცხადებს კონსტანტინ ბოროვოი.

პოლიტოლოგი აცხადებს, ისე ჩანს თითქოს ქართველი დეპუტატების ვიზიტი მოსკოვში „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაა და მმართველი გუნდი პოზიციას ღიად ვერ აფიქსირებს, რადგან ქვეყანაში საგარეო, პროდასავლური ორიენტაცია მკვეთრად არის ჩამოყალიბებული.

„აქედან, მოსკოვიდან ასე ჩანს, რომ ეს ხელისუფლების – „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაა. მას ერთის მხრივ, უნდა რუსეთთან დიალოგის დაწყება, მაგრამ ასევე იძულებულია გაითვალისწინოს ხალხის აზრი და ამიტომ, ოპონენტების დისკრედიტაციას ახდენს და არა საკუთარი თავის. საქართველოს საგარეო ორიენტაციას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ისეთი მყარი საფუძველი ჩაეყარა, რომ ვერცერთი ახალი ხელისუფლება ამ გზიდან ღიად გადახვევას ვეღარ შეძლებს,” – განაცხადა კონსტანტინ ბოროვოიმ.

წყარო:რუსთავი2

banner
წინა სტატიაშილინკოლნ მიტჩელი – შემაშფოთებელია, რომ პუტინთან შეხვედრისას ტრამპმა საქართველოს ოკუპაცია არ ახსენა
შემდეგი სტატიაპატარა ბიჭივით იყო ატუზული მაგიდის გვერდით – მიხეილ სააკაშვილი გიორგი კვირიკაშვილის თეთრ სახლში ვიზიტზე