„პატრიოტთა ალიანსის” წევრები და თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორები გოგი მარგველაშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ

„პატრიოტთა ალიანსი“ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორების ნაწილთან ერთად უნივესიტეტის რექტორის გოგი მარგველაშვილის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.

ლექტორების განცხადებით, უნივერსიტეტში ფალსიფიცირებული დიპლომების გაცემა ამ დრომდე მიმდინარეობს, რაშიც ჩართულია, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ისე კულტურის სამინისტრო.

ხელოვნებათმცონე მარინა მიქაუტაძის განცხადებით, დიპლომების გაყალბების ფაქტზე გამოძიება პროკურატურაში ორჯერ შევიდა, თუმცა მის დასრულებას კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ბლოკავს, რომელიც უნივერსიტეტის რექტორს მფარველობს.

banner
წინა სტატიაში„თიბისი ბანკი“ “ბანკ რესპუბლიკას“ ყიდულობს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის პარტია გიორგი რუხაძემ დატოვა