პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო რგოლი, ანტითურქული კამპანიის გამო, რუსთავი2-ის ეთერიდან მოიხსნა

პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო რგოლი, ანტითურქული კამპანიის გამო, რუსთავი2-ის ეთერიდან მოიხსნა.

ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დერექტორი, ნიკა გვარამია, ავრცელებს.

“ბოლო ორი დღის განმავლობაში, ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერით, რამდენჯერმე (სულ 6-ჯერ) უფასო საარჩევნო რეკლამის განთავსების ვალდებულების ფარგლებში, გადაიცა პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო რგოლი, რომელიც ატარებს ღიად ანტითურქულ ხასიათს, აღვივებს ეთნიკურ შუღლს და წარმოადგენს ქსენოფობიის პროპაგანდას. აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას და, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკას, რომლის კარდინალურ ხაზს ეთნიკური შუღლის გაღვივების და ქსენოფობიის და დისკრიმინაციის ყველა სხვა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

“სამწუხაროდ, შინაარსის ლეგალურ კონტროლზე პასუხისმგებელი პირები არ იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილზე და არც მე, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს, მქონდა შესაძლებლობა, თვალყური მიმედევნებინა არხის ეთერისთვის ბოლო ორი დღის განმავლობაში, ქვეყანაში არყოფნის გამო.

“სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს შეცდომას და სრულად ვიღებთ პასუხისმგემბოლბას საკუთარ თავზე. ტელეკომპანია რუსთავი2-ის სახელით, ბოდიშს ვუხდი თურქეთის სახელმწიფოს, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ თურქებს და ყველა ჩვენს მაყურებელს, რომელიც ჩვენი ერთგული, პირველ რიგში, ჩვენი სარედაქციო ფასეულობების გამოა.

“რაც შეეხება ზემოხსენებულ საარჩევნო რგოლს, იგი მოხსნილია ეთერიდან, რის შესახებაც ხვალ წერილობით ეცნობება მის განმთავსებელ სუბიექტს – პატრიოტთა ალიანსს.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს,” – ნათქვამია გვარამიას განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, დღეს ეკონომიკური ფორუმი გაიმართება
შემდეგი სტატიათბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი დღეს დილით გაჩერებული იყო