„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი შიმშილობას იწყებს

irma inashvilii-cr-739x428„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ხვალიდან, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, შიმშილობას იწყებს. დღეს კი, 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.

როგორც ინაშვილმა აცხადებს, მისი მოთხოვნაა, ქვეყანაში საარჩევნო გარემო შეიცვალოს.

„ხვალიდან შიმშილობას ვიწყებ, ვიდრე გარანტიებს არ მოგვცემენ, რომ საარჩევნო გარემო შეიცვლება. ესენი უარესები არიან. შეიტკბეს ხელისუფლება და გარშემო ყველას ჩაგრავენ. მიშა სააკაშვილის დროს არ დამიწყია შიმშილობა, მაგრამ ესენი სხვაგვარად არ რეაგირებენ“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

შეგახენებთ, საგარეჯოში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა გაიმარჯვა. ირმა ინაშვილმა კი, მეორე ადგილი დაიკავა. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.

„ბიულეტენები ჯიბიდან, ჩანთიდან თუ საცვლიდან ამოაძვრინეს“, – აცხადებდა ინაშვილი.

წყარო

banner
წინა სტატიაშითამთა მურადაშვილი: მოპასუხე მხარე არის პრობლემის ძირითადი წყარო
შემდეგი სტატიარადიო “თავისუფლების” ევროპული ბიურო “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სტატიას უძღვნის