ირმა ინაშვილი პარლამენტში უმრავლესობით შესვლას დამოუკიდებლად გეგმავს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტში უმრავლესობით შესვლას დამოუკიდებლად გეგმავს.

იგი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ მზადაა, ითანამშრომლოს სხვა პოლიტიკურ ძალებთან, „ვინც შეძლებს, დაძლიოს ვიწროპარტიული და ჯგუფური ინტერესები“.

„უნდა დასრულდეს პოლიტიკური სპექტრის დაყოფა, დახარისხება, იარლიყების მიკერების მახინჯი ტენდენცია, რასაც საფუძველი სააკაშვილმა ჩაუყარა და შესანიშნავად განავითარა და აიტაცა თავდაცვის მინისტრმა, მთლიანად, „რესპუბლიკურმა პარტიამ“. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს პრო-პრო დამთავრდეს და საქართველოს ინტერესების დასაცავად გავერთიანდეთ.

არავითარ გაწევრიანებაზე არ მიდის ლაპარაკი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია და ვაპირებთ დამოუკიდებლად მონაწილეობას არჩევნებში. მე ვარ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი, ვამაყობ ამით და ვიზრუნებ იმისათვის, რომ ჩვენი პარტია უმრავლესობით შევიდეს პარლამენტში“, – განაცხადა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: “ივანიშვილი არაა გარკვეული საკუთარ პოლიტიკურ მომავალში”
შემდეგი სტატიაევროკომისიამ ადრიატიკის ზღვაში გაზსადენის მშენებლობას დაუჭირა მხარი