„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ქუთაისში წინასაარჩევნო შეხვედრას მართავენ

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ქუთაისში წინასაარჩევნო შეხვედრას მართავენ. ამ წუთებში ლიდერები ბაგრატის ტაძრის ეზოში ახალგაზრდებს ხვდებიან.

„ჩვენ ვიცით გასაღები სოხუმისა და ცხინვალის, ამიტომ ჩვენ უნდა დაგვიჭიროთ მხარი. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ აჭარა თურქებისგან. რატომ ვართ ამ ეზოში? დაიცავით დედა ეკლესია და პატრიარქი, რომელსაც ებრძვის მთელი ქვეყანა. პატრიარქს ღიად ებრძვიან ვითომ მეუფე პეტრები, სააკაშვილები. 110 სკამია აქ და 400 კაცი ფეხზე დგას, სწორედ ამდენი ადამიანი მოვიდა ჩვენს შეხვედრაზე“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა მიმართვისას.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში„ვილა მთაში – დაისვენე ოთხივე სეზონზე
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია – შაქარაშვილის საქმის ჩვენებებში წინააღმდეგობებია, წინადადება გვაქვს გარკვეული გარემოებები დაზუსტდეს