“პატრიოტთა ალიანსი” უწყვეტ აქციებს იწყებს

“პატრიოტთა ალიანსი” კვირას, 17 ნოემბერს უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. ქართული ოცნების ხელისუფლებამ დატოვოს ხელისუფლება მთავარი მოთხოვნა ეს იქნება.

ირმა ინაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” 7 წელია ატყუებს ხალხს. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ განახორციელა ძალაუფლების უზურპაცია და ხელისუფლების მიტაცების პროცესი დაწყებულია.

“ჩვენ როგორც მე ვაცხადებდი პლენარულ სხდომებზე, თუ ჩავარდებოდა კენჭისყრა, ქვეყანაში დაიწყებოდა კრიზისი, ჩვენ ამ ვითარებაში გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე გადავდივართ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარტიის ლიდერის თქმით, პირველი აქცია, კვირას, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს როგორც თავის ისე, სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს.

banner
წინა სტატიაში” გავრილოვის ღამე უვერტიურა იყო, მესამე აქტი წინ არის”
შემდეგი სტატიავადამდელი გარდამავალი მთავრობით, პროპორციული წესით – საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა