„პატრიოტთა ალიანსი“ სპორტის სასახლეში შეკრებას გამართავს

„პატრიოტთა ალიანსი“, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სპორტის სასახლეში დღეს შეკრებას გამართავს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

„ერთად მოვითხოვოთ სააკაშვილ-ბოკერიას დამნაშავე რეჟიმის გასამართლება და დასჯა, ერთად მოვითხოვოთ დავით გარეჯის დაცვა, ერთად მოვითხოვოთ საოჯახო ბიზნესის შექმნა, ერთად დავიცვათ საქართველო, შევასრულოთ ჩვენი ქართული მოვალეობა“,- ნათქვამია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისოფელ პერევში ტყე-კაფებამდე მისასვლელი გზების აღდგენით სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამირზა სუბელიანი ციხეს 8 ივლისს დატოვებს