„პატრიოტთა ალიანსი“ სოფელ ჯოყოლოში ჰესის მშენებლობის საკითხზე გამოკითხვას ატარებს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი პანკისში, სოფელ ჯოყოლოში მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰესის შესაძლო მშენებლობას, რომელსაც ადგილობრივები აპროტესტებენ.

პოლიტიკოსებმა მოსახლეობას სპეციალური გამოკითხვის ფურცლები დაურიგეს იმის დასადგენად, თუ რამდენი ოჯახი ეწინააღმდეგება ჰესის მშენებლობას. გამოკითხვის ფურცლები მოგვიანებით პარლამენტს წარედგინება.

პანკისელები ჰესის მშენებლობის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და მთავარ არგუმენტად მოსალოდნელ ეკოლოგიურ პრობლემებს ასახელებენ.

კომპანია „ალაზანი ენერჯი“ 27 მგვტ სიმძლავრის ჰესის („სამყურისყწალი 2“) მშენებლობას, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 15 კილომეტრში წლის ბოლოს გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიპანკისში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაქუთაისში სახელმწიფო რწმუნებული მოსახლეობას შეხვდა