„პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციას მართავს – პარტიის წევრებმა მოსკოვში მორიგი ვიზიტი დააანონსეს

„პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციას მართავს – პარტიის წევრები და მხარდამჭერები ამ წუთებში თბილისში, ვარდების მოედანზე იკრიბებიან. ისინი მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ.

აქციის მონაწილეები მთავარი მოთხოვნა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

ადა მარშანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ოქტომბრის დასაწყისში მოსკოვში მორიგი ვიზიტი დააანონსა.

მისი თქმით, დელეგაცია რუს კოლეგებთან გამართავს მოლაპარაკებას. აქციის მონაწილეები ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების აკრძალვას მოითხოვენ.

ემზარ კვიციანის თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს არჩევნებში ხმის მიცემა და ეს საკითხი კონსტიტუციაში უნდა იყოს გაწერილი.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები კონსტიტუციის არსებული მოდელის მესამე მოსმენით მიღებასაც ეწინააღმდეგებიან.

როგორც აქციის დაწყებისას გახდა ცნობილი, დღეს შიმშილობას 17 მოქალაქე დაიწყებს.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიაშარლ დე გოლის აეროპორტში უსაფრთხოების მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა