„პატრიოტთა ალიანსი“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დახურვას ითხოვს

„პატრიოტთა ალიანსი“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დახურვას ითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადა მარშანიამ განუცხადა.

ადა მარშანიას თქმით, კომიტეტზე დღეს „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროექტი უნდა განიხილონ, რომელიც ქვეყნის საგრეო პრიორიტეტების განსაზღვრას უკავშირდება.

“რეზოლუცია არ უნდა ერქვას ამ დოკუმენტს. ამაზე მე კომიტეტის სხდომაზე ვიტყვი აუცილებლად. სათაური წავიკითხე მექანიკურად. მთავარია იქ ეწერა, რომ საგარეო პოლიტიკას ეხება ეს დოკუმენტი. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. იმედი მაქვს, რომ საფუძვლიანად ვისაუბრებთ ამაზე. ბევრი საინტერესო ფორმულირებებია. ბევრს ვეთანხმებით, მაგრამ რაღაც დებულებებს არ ვეთანხემით. მე საჯაროდ ვერ გეტყვით რას არ ვეთახმები. დოკუმენტში არის სერიოზული წინააღმდეგობა ძირითად საკითხებში. ჩვენი ძალის პოლიტიკურ შენიშვნებს კომიტეტზე აუცილებლად ვიტყვი და მოვითხოვ იმასაც, რომ ეს კომიტეტი დახურულ ფორმატში წარიმართოს”, – განაცხადა ადა მარშანიამ.

პარტია „ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ ახალი რეზოლუცია მოამზადა. პროექტი, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება, პარლამენტს წარედგინება. პირველი მოსმენა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შედგება, შემდეგ კი საკითხს სესიაზე გაიტანენ.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს ამოცანად ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელდება.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიამ 2016 წელი შეაჯამა
შემდეგი სტატიამაკა ასათიანმა „მაესტროს” 25%-იანი წილი დათმო