პატრიოტთა ალიანსი რიგგარეშე სესიას ბოიკოტს უცხადებს

“პატრიოტთა ალიანსი“ რიგგარეშე სესიას ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ალიანსის ლიდერ ირმა ინაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

“მე მოვუწოდებ ყველა პატიოსან დეპუტატს, ჩვენ ფიცი გვაქვს დადებული პარლამენტის წევრებს და შევასრულოთ ეს ფიცი, ნუ ვუღალატებთ ჩვენს სინდისს და არ დავუჭიროთ მხარი ამ ცვლილებებს, რაც ქვეყანაში გამორიცხავს პრაქტიკულად რევოლუციის გარდა, სხვა გზით ხელისუფლების შეცვლას. არჩევნებს აზრი ეკარგება“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

დეპუტატის თქმით, მათი პოლიტიკური ძალა არ აპირებს მხარი დაუჭიროს ტყუილს. მისი განცხადებით, “ქართული ოცნება“ მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას, რომ ქვეყანა გადავიდოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

“დღეს კი, უცებ გამოგვიცხადეს, რომ ისევ ტოვებენ ძალაში შერეულ მაჟორიტარულ-პროპორციულ სისტემას, დაsწევენ ბარიერს 3%-მდე, რომ მოთაფლონ სხვა პარტიები, გააჩუმონ, ასე ვთქვათ, კანფეტი მისცენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანფეტს არ აიღებს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი და ყველა პრინციპულად მოითხოვს მთავარი დაპირების შესრულებას, გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს 21 ივნისიდან რიგგარეშე სესიის დანიშვნის შესახებ მიმართა. დღეს პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განხილულიყო, უარი თქვა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ტყუის როდესაც ამბობს, რომ უშიშროების საბჭო არის ქმედითი – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიარეპერი Prodigy 42 წლის ასაკში გარდაიცვალა