პატრიოტთა ალიანსი პერმანენტულ აქციებს აანონსებს

პატრიოტთა ალიანსმა ცოტა ხნის წინ მეტრო რუსთაველთან აქცია-ბრიფინგი გამართა და თავის ამომრჩევლებს მიმართა.

დავით თარხანმოურავის თქმით, იქნება პერმანენტული აქციები. თუმცა, მან მოითხოვა ორი დღე იმისათვის, რომ მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები, თუ როგორ უნდა იმოქმედოს პატრიოტთა ალიანსმა.

პარტია არ ეთანხმება ეგზიტპოლები შედეგებს და აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება გარიგებულია ნაციონალურ მოძრაობასთან.

ადგილზე, მხარდამჭერებთან ერთად, ასევე შეიკრიბნენ პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, რომლებმაც წარადგინეს ის შედეგები, რომელიც, მათი თქმით, მათ აქვთ კონკრეტულ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი ყიზილაჯლოში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება
შემდეგი სტატიამარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები პარტიის ოფისთან არიან შეკრებილები