„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის რეგლამენტის შეცვლას ითხოვს

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ პლენარულ სხდომაზე განცხადებების გაკეთებისთვის დროის გამოყოფას ითხოვს.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფრაქციის წევრმა ადა მარშანიამ სხდომაზე გამოსვლისთვის დრო ითხოვა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუმარტა, რომ მას ამის უფლება რეგლამენტით არ ჰქონდა.

ადა მარშანიამ საკუთარი პოზიცია რეპლიკით გამოხატა. „რეგლამენტი ხომ შეიძლება, რომ შევცვალოთ?“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ფრაქციის თავმჯდომარე ირმა ინაშვილმა კი განაცხადა, რომ ან რეგლამენტი უნდა შეიცვალოს, ან უმრავლესობამ ილაპარაკოს.

„შეგვიძლია, რეგლამენტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შევქმნათ, რადგან გარკვეული ხარვეზებია. დღეისთვის, იმ დოკუმენტით ვმუშაობთ, რომელიც დაგვხვდა. სამწუხაროდ, მოქმედი რეგლამენტით ფაქტიურად არის დასწრებაზე. თუ ეს წესი არ მოგვწონს, შეგვიძლია, შევცვალოთ“, – მიმართა ფრაქციის წევრებს კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიამ თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
შემდეგი სტატიაეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას შვილი თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს