“პატრიოტთა ალიანსი” ხელისუფლების გადადომას ითხოვს და აქციისთვის ემზადება

ამ წუთებში ვარდების მოედანზე “პატრიოტთა ალიანსის” წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან. მორიგი საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ფეხით აპირებენ რუსთაველის გამზირის გავლას და გაემართებიან პარლამენტის შენობასთან. აქციის ორგანიზატორები არ გამორიცხავენ, რომ მთავრობის კანცელარიასთან მივიდნენ და მათი მოთხოვნები იქაც გააჟღერონ. “პატრიოტთა ალიანსის” აქცია 16:00 საათზე დაიწყება.

„პატრიოტთა ალიანსის“ მთავარი მოთხოვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომაა. გარდა ამისა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები კიდევ ერთხელ აპროტესტებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„გადადგეს ეს მატყუარა ხელისუფლება, რომელმაც უკვე ნეპოტიზმში, სიღარიბეში, სიღატაკეში კორუფციაში ჩაძირა მთელი ქვეყანა, რომელმაც ერთი კვირის წინ კიდევ ნათლად დაგვანახა, რომ ძალაუფლების უზურპაციას ახდენს არჩევნების გზით და სრულად გააკონტროლა ჩვენი ამომრჩევლის ნება, რაც კანონით დაუშვებელია. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული 9 ძირითადი მოთხოვნა. ხელისუფლებამ ერთპარტიულად მიიღო კონსტიტუცია და თავს თავზე მოირგო ეს კონსტიტუცია, ხელისუფლება უმოქმედოა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით,“ – აცხადებს ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში 13 წლის მოზარდს მიკროავტობუსი დაეჯახა
შემდეგი სტატიასაქართველოს ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე ეწვევა