“პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებულმა ოპოზიციამ” დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატი წარადგინა

საარჩევნო ბლოკმა “პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებულმა ოპოზიციამ” მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატი წარადგინა.

საარჩევნო ბლოკის სახელით ქარელის რაიონში წარდგნელია ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი; ნაძალადევსა და თემქაზე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი კახაბერ კორძაია; სიღნაღსა და დედოფლის წყაროში – ბავშვთა უფლებებსა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ნაირა ალავერდაშვილი; ახალციხესა და ადიგენში წარდგენილია გოდერძი კუბლაშვილი, რომელსაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მუშაობის გამოცდილება აქვს.

“პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი წარდგენილი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: დავიბრუნებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ბარიკადებსა და მავთულხლართებს მიღმა ცხოვრობენ
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე: ეს ყველაფერი არის აბსურდის თეატრი… მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ