19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

“პატრიოტთა ალიანსი”: ევროპარლამენტის რეზოლუცია ქრისტიანების დასაცავადაა და არა მათ წინააღმდეგ

“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი გამოეხმაურნენ პროსახელისუფლებო ტელევიზიების, „იმედის“ და „რუსთავი 2-ს“ მიერ 26 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ევროპარლამენტის მიერ 6 თვის წინ მიღებულ რეზოლუციას შეეხება.

ირმა ინაშვილის განცხადებით, საზოგადოების ნაწილის მიერ ტერმინ „ქრისტიანოფობიის“ ასეთი არასწორად აღქმა აჩვენებს იმას, თუ როგორ არის ხალხი პროპაგანდის მიერ დაზომბებული და ვერ იგებს, რომ რეალურად ევროპარლამენტმა ქრისტიანობისთვის სასარგებლო რეზოლუცია მიიღო.
„სახელისუფლებო ტელევიზიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ასეთი განცხადება, რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუციაო, სადაც პირველად გამოიყენა ტერმინი „ქრისტიანოფობია“. თვითონ ამ ტერმინის ისტორია როგორია – ჯერ კიდევ 2010 წელს, 2015 წელს, ევროსტრუქტურებში ყოველთვის იყენებდნენ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები ამ ტერმინს, მაგრამ ოფიციალურად რეზოლუციის სახე ამან მიიღო 2026 წლის 21 იანვარს და ჩაიწერა „ქრისტიანოფობია“ ამ რეზოლუციაში. მაგრამ რა მიზნით ჩაიწერა? – მსოფლიოში ქრისტიანთა უფლებების დასაცავად. ეს ქრისტიანებისა და ქრისტიანობისთვის სასარგებლო რეზოლუცია იყო. რატომ დამჭირდა ამ მოკლე კომენტარის გაკეთება? – იმიტომ, რომ აი, ამ ახალი ამბის ქვეშ, რომელიც ახალი სულაც არ არის, იანვარში მიიღეს ეს რეზოლუცია და დღეს გაავრცელეს რატომღაც [„იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“], ატყდა ერთი აჟიოტაჟი[…]
თან ამ რეზოლუციაში ძალიან დიდი ადგილი დაეთმო ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების დევნას. ეს იყო კატეგორიულად გაპროტესტებული. ამ რეზოლუციით ევროპარლამენტმა თქვა, რომ საჭიროა ევროსტრუქტურებში იყოს კომპეტენტური პირი, რომლებიც იმუშავებს ქრისტიანთა უფლებების დაცვის კუთხით.
ყველაზე დამაფიქრებელი იყო საზოგადოების ზომბირებული ნაწილი, რომელსაც უხსნიდნენ, რომ ეს ქრისტიანებისთვის სასიკეთო არის და მაინც იმეორებდნენ ერთი და იმავეს. აი, რა დღეშია ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რა დიდია პროპაგანდის გავლენა და როგორ აზიანებს ჩვენს საზოგადოებასაც და ქვეყანასაც საბოლოო ჯამში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილის კომენტარს, თავის მხრივ, გამოეხმაურა დავით თარხან-მოურავი დასძინა, რომ ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ რეზოლუცია, სადაც „ქრისტიანოფობია“ არის დაგმობილი, მხარს უჭერს ქრისტიანობის წინააღმდეგ მებრძოლებს.

„პირიქით, ეს რეზოლუცია არის ქრისტიანობის დასაცავად. სხვათა შორის, მსოფლიოში ამ მოძრაობის მთავარი ინიციატორი არის დონალდ ტრამპი. შევარდნენ [„იმედის“ და „რუსთავი 2-ს“ ქარდების ქვეშ] და ლანძღავენ ევროკავშირს. ამ შემთხვევაში ევროკავშირმა კარგი რაღაც გააკეთა და ილანძღება. ანუ გაუნათლებლობის დონე იმდენად დიდია, იმაში გარკვევაც არ შეგვიძლია, რომ ევროპარლამენტმა მიიღო დადებითი რეზოლუცია ქრისტიანებისთვის“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

ინფორმაციისთვის,  21 იანვარს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც დაგმობილია ქრისტიანთა დევნა.
იანვარში მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი წუხილს გამოთქვამს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ „ქრისტიანობა დღეს მსოფლიოში ყველაზე დევნილ რელიგიად რჩება — რასაც 380 მილიონზე მეტი ადამიანი განიცდის — არ არსებობს ევროპელი კოორდინატორი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქრისტიანოფობიასთან ბრძოლაზე, მაშინ როდესაც ისლამოფობიასთან საბრძოლველად კოორდინატორი დანიშნულია“.

 აღნიშნული ინფორმაცია „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ 6 თვის თავზე გაავრცელეს მსგავსი აღწერით, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ტერმინი „ქრისტიანოფობია“ პირდაპირ/ პირველად არის გამოყენებული. ამ ინფორმაციის ქვეშ კომენტარების ავტორები ევროკავშირს ლანძღავენ და აკრიტიკებენ. სავარაუდოდ, მათთვის გაუგებარია რას ნიშნავს ტერმინი „ქრისტიანოფობიის“ წინააღმდეგ ბრძოლა და ის ქრისტიანობასთან ბრძოლად ესმით. მაშინ, როცა ეს პირიქით, ქრისტიანების უფლებების დაცვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირა ქონებას ფლობს ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიაჟურნალისტ თორნიკე კოშკაძის დაკითხვა და გახარიას დაცვის მხარის პოზიცია – 20 ივნისის საქმე