“პატრიოტთა ალიანსი” ათმა წევრმა დატოვა და ,,ძალა ერთობაშიას“ შეუერთდა

“პატრიოტთა ალიანსის” შუახევის ორგანიზაცია ათმა წევრმა დატოვა და გაერთიანებულ ოპოზიციას ,,ძალა ერთობაშიას“ შეუერთდა.

როგორც ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა, ბეგლარ ფუტკარაძემ განაცხადა, ეს ნაბიჯი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება.

“დღეს, ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ ნათლად გამოაჩინა, რომ საჭიროა გადაიდგას ნაბიჯები და ხალხი გაერთიანდეს ერთი და ყველასთვის მისაღები კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გარშემო. პარტიის არასწორმა და გამოუსწორებელმა ნაბიჯებმა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ მე და ჩემმა მომხრეებმა დავტოვოთ “პატრიოტთა ალიანსი” და შევუერთდეთ გაერთიანებულ ოპოზიციას ,,ძალა ერთობაშია“.

მე, დღეს აქ ვსაუბრობ და ზურგს მიმაგრებს ის ადამიანები, რომლებმაც ჩემთან ერთად დატოვეს პარტიის რიგები და ამჟამად უამინდობის გამო, ვერ შეძლეს ჩამოსვლა, მათ უარი თქვეს შუახევიდან დღეს დაგეგმილ არა პატრიოტთა ალიანსის, არამედ ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობის მიღებაზე. მოვუწოდებ, ჩემს უკვე ყოფილ თანაგუნდელებს. დროა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება ჩვენი, ჩვენი შვილების და ქვეყნის სასიკეთოდ” – განაცხადა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ფუტკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიფოტორეპორტიორებმა შესაძლოა სახელმწიფოს მორალური ზიანის ანაზღარურება მოსთხოვონ
შემდეგი სტატიადარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით, გამარჯვებასაც და დამარცხებასაც – ილია მეორემ პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართა