„პატრიოტთა ალიანსი“ არის პირდაპირ რუსეთის დაკვეთის შემსრულებელი პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში – სალომე სამადაშვილი

პატრიოტთა ალიანსი“ არის პირდაპირ რუსეთის დაკვეთის შემსრულებელი პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში,“ – ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების რუსეთის დუმის წარმომადგენლებთან შეხვედრას.

სალომე სამადაშვილის თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” პარტია მმართველი გუნდის სატელიტია და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც სახელმწიფოს საზიანო განცხადებებს აკეთებენ.

„ტრაგედია არის ის, რომ ისინი რეალურად წარმოადგენენ სატელიტ პარტიას „ქართული ოცნების“. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ჩვენ გვესმის მუდმივად მსგავსი განცხადებები, რომელიც კვლავაც ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ სახელმწიფოს ოკუპაციის მოხდენაში ჩვენი ტერიტორიების, ამიტომ, „პატრიოტთა ალიანსიდან’ მსგავსი განცხადებები ჩვენ არ გვიკვირს,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ ლეონიდ კალაშნიკოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, წინასწარ დაწერილ ტექსტში საბრალდებო დასკვნა ამოიკითხა და 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშივწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები იმისთვის მიდიან მოსკოვში, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთონ – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : უნდა დავინახოთ განსხვავება პოლიციის დღევანდელ სისტემასა და იმ უწყებას შორის, რომელიც ხელისუფლებამ 2013 წლიდან ჩაიბარა