„პატრიოტთა ალიანსი“ არის ძალა, რომელსაც კონკრეტული გეგმა გააჩნია, თუ როგორ უნდა გაერთიანდეს ქვეყანა და როგორ უნდა გამოიყვანონ ის სიღარიბიდან

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თავისუფლების მოედანზე აქცია გამართა. პარტიამ საკუთარ მხარდამჭერებს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, „პატრიოტთა ალიანსი“ არის ძალა, რომელსაც კონკრეტული გეგმა გააჩნია, თუ როგორ უნდა გაერთიანდეს ქვეყანა და როგორ უნდა გამოიყვანონ ის სიღარიბიდან.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტაორბის კანდიდატებია : თბილისი, მთაწმინდა – მალხაზ თოფურია, ვაკე – ნანა დევდარიანი, საბურთალო – კახა ძაგანია, სამგორი – გურამ ნიკოლაიშვილი, დიდუბე – არჩილ ბელიძე, ნაძალადევი – ირმა ინაშვილი, გლდანი – მერაბ ჭიქაშვილი, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღი – სოსლან გარსევანიშვილი, თელავი, ახმეტა ყვარელი, ლაგოდეხი – იოსებ პარწიკელაშვილი, მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი – იოსებ შატბერაშვილი, რუსთავი – პაატა ჯიბლაძე, მარნეული, გარდაბანი – მახილ უსუბოვი, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა – მაია ცაბუტაშვილი, კასპი და გორი – კობა ვაზანაშვილი, ხაშური და ქარელი – ელიბო ტატურაშვილი, ახალციხე, ადგიენი, ბორჯომი ასპინძა – დავით გოგიჩაიშვილი, ახლქალაქი, ნინოწმინდა – ატრაშე აკობიანი, ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია – ერეკლე საღლიანი, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული – გიორგი კასრაძე, ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდადი – ოთარ შაორშაძე, სამტრედია, წყალტუბო, ვანი, ხონი, – ირაკლი კობრავა; ზუგდიდი- ოთარ ჭითანავა, ქუთაისი – ნონა ასათიანი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური – შოთა გოგიბერიძე, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშა – ვიქტორ ცაავა, ფოთი, ხობი, სენაკი – თემურ ფაჩულია, ბათუმი – ზაურ გაბაიძე, ქობულეთი – ამირან კაკიძე, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო – ზორბეგ ბერიძე.

„პატრიოტთა ალიანსმა“ ასევე წარადგინა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები – ბათუმში – ჯუმბერ ტაკიძე, ქობულეთში – გულნარა ბასიძე, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში – დავით დავითაძე.

მერობის კანდიდატი ონის მუნიციპალიტეტში იქნება თამაზ მეტრეველი, ხარაგაულში – თემურ ცქრიალაძე, კასპში – ილია კიტრიაშვილი.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა და განაცხადა, რომ მართი პარტია სიღატაკეს დაამარცხებს.

„ჩვენ შევქმნით საშუალო ფენას, ქვეყანაში გაჩნდება ბევრი შეძლებული ადამიანი, ჩვენ შევქმნით მშვიდ, ქართულ საზოგადოებას, არ გვინდა გაყიდული საქართველო, ჩვენ ავაშენებთ ხიდებს სოხუმთანაც, ცხინვალთანაც…ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერი ძალა, პირველი ძალა არის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. მოედანს მოედანზე ვავსებთ, მერე გამოვა კობახიძე და იტყვის, ესენი არავინ არ არიანო… ჩვენ გვაქვს 900 000 აუდიო ჩანაწერი, ეს უტყუარი მტკიცებულებაა, ჩვენ ვუსწრებთ ერთად აღებულს „ქართულ ოცნებას“, მას მხოლოდ 13% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას 3%-ზე ნაკლები აქვს, ყველა დანარჩენს 1%-იც არ აქვს, შეკრიბონ ამდენი ხალხი, ვერ შეკრებენ, ამიტომ ყველა გაერთიანდა და გვებრძვის, ყველამ ერთად უნდა დავანგრიოთ ისინი!“ – განაცხადა თარხან-მოურავმა.

banner
წინა სტატიაში“ევროპის უნივერსიტეტის” სამი სტუდენტი სწავლას პოლონეთსა და ბულგარეთში გააგრძელებს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე აბაშასა და სენაკში მხარდამჭერებს შეხვდა