რუსთაველის მეტროსთან მოქალაქეებმა არაბული ქალაქების მშნებებლობა გააპროტესტეს. აქცია “პატრიოტთა ალიანსის” ინიციატივით გაიმართა. ირმა ინაშვილის და დავით თარხან მოურავის პარტია მოითხოვს, “ქართულმა ოცნებამ” გაწვუტოს ხელშეკრულება. თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, “პატრიოტთა ალიანსი” მასშტაბური აქციებით იმუქრება.
დავით თარხან-მოურავმა აქციაზე ყველა ის პუნქტი ჩამოთვალა, რომელიც, მისი შეფასებით, აღნიშნული მშენებლობის დაწყებას უნდა ახლდეს თან.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ არაბული ქალაქების მშენებლობა მიაყენებს ზიანს საქართველოს სუვერენიტეტს. ეს არის ნაღმი, რომელიც მომავალში ძალიან ცუდად შემოუტრიალდება ქვეყანას და ქართველ ხალხს. ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტა უნდა ხდებოდეს ჯერ ერთი, საჯაროდ, მეორე – აუცილებლად უნდა იყოს საყოველთაო სახალხო განხილვა, მესამე – უნდა იყოს ქმედითი მტკიცებულება, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თანახმაა. მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც რელაურად დადასტურდება, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ეს უნდა, მაშინ შეიძლება. მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ უნდა”, – ამბობს დავით თარხან-მოურავი.

















