“პატრიოტთა ალიანსი” 30 ნოემბერს სპორტის სასახლეში შეკრებას გეგმავს

“პატრიოტთა ალიანსი” 30 ნოემბერს, საღამოს 6 საათზე თბილისში, სპორტის სასახლეში შეკრებას გეგმავს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, “პატრიოტთა ალიანსის“ მთავარი მოთხოვნა წინა ხელისუფლების დასჯა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება.

“ჩვენ მოვითხოვთ ბოლოს და ბოლოს დაისაჯონ დამნაშავეები! დამთავრდეს პოლიტიკური სპექტაკლები. მითუმეტეს, წინა რეჟიმის მთავარ ფიგურანტებთან მიმართებაში არსებობს მთავარი პროკურორის ყოფილის მოადგილის საჯარო განცხადება, რომელიც მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.

მოვითხოვთ: შეასრულოს “ქართულმა ოცნებამ” დაპირება და ჩავატაროთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.

გვახსოვდეს, რომ “ქართული ოცნება” ამ სპექტაკლში მონაწილეობს, რათა 2020 წლის პარლამენტში მეორე ძალად კვლავ შეიყვანოს ნულოვანი რეიტინგის მქონე სააკაშვილი და ბოკერია,” – აცხადებს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ლელოს” 12 ახალი წევრი-პატიმრობაში მყოფი გიორგი ბუნტური „ლელოს“ წევრი გახდა
შემდეგი სტატიაოპოზიცია წყალტუბოში ცოტნე ზურაბიანის სადეპუტატო ბიუროს პიკეტირებას გეგმავდა