9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

პატრიარქს უკანასკნელ გზაზე ათასობით მოქალაქე, ფეხით მიაცილებს

სამგლოვიარო პროცესია, სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრისკენ მიემართება. პატრიარქს უკანასკნელ გზაზე ათასობით მოქალაქე, ფეხით მიაცილებს.

სამებიდან სიონის ტაძრამდე, მთელ პერიმეტრზე, სადაც პატრიარქის დაკრძალვის სამგლოვიარო მსვლელობა მიემართება, სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი.

სამგლოვიარო მსვლელობაში რიგით მოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები. კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრიდან ტაშით და შეძახილებით: „გვიყვარხარ პატრიარქო“ გამოასვენეს.

სამების საკათედრო ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.

წესის აგების მსახურება რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს პირველმა მიტროპოლიტ შიოსთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა.

პატრიარქს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

 

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ეხმაურება კათოლიკოს პატრიარქის, დაკრძალვის ცერემონიას
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: პუტინის სპეციალური წარმომადგენელი ილია II-ის დაკრძალვას დაესწრო