პატრიარქს თოდუას კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს თოდუას კლინიკაში პროფილაქტიკური კვლევა ჩაუტარდა.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ”არსებითი და საგანგებო არაფერი ხდება”.

თავის მხრივ, პატრიარქის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას ინფორმაციით, პატრიარქი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

”ერთი კვირის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო ეს გამოკვლევა, მაგრამ ვინაიდან პატრიარქი იყო გაციებული და იყო ბრონქიტის ეპიზოდი, გადმოვწიერთ ეს გეგმური გამოკვლევა. ყველაფერი კარგად გაკეთდა, გამოკვლევის შედეგები ძალიან კარგია. პატრიარქი ძალიან კარგად არის. თოდუას კლინიკა უკვე დავტოვეთ და ახლა საპატრიარქოში მივდივართ”, – განაცხადა პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურ მოძრაობას” სურს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს დაარქვას პოლიტიკური დევნა, მაგრამ ამის მხოლოდ თვითონ სჯერა
შემდეგი სტატიასაახალწლო ნაძვის ხე პრეზიდენტის სასახლეში – გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ ბავშვებს უმასპინძლეს