სამებაში წირვა-ლოცვამ პატრიარქის გარეშე ჩაიარა. მოლოდინის მიუხედავად ილია მეორე საკათედრო ტაძარში დღეს დილით არ მისულა, მიზეზი უცნობია. გავრცელებული ინფომრაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესს 19:00 საათზე აღავლენს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ექიმი აცხადებს, რომ ილია მეორე დღევანდელ წირვას სამების საკათედრო ტაძარში ჯანრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო. ცისანა შარტავას თქმით, პატრიარქს სისუსტე ჰქონდა, რის გამოც ექიმებმა რეკომენდაცია გაუწიეს, რომ წირვაზე არ მიბრძანებულიყო.
მისივე განცხადებით, ილია მეორე საღამოს ლოცვაზე დასწრებას გეგმავს, თუმცა მანამდე ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას კვლავ დააკვირდებიან.